ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი 2025 წლის 13-14 ნოემბერს, იუნესკოს პროგრამის ფარგლებში, გამართავს ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ინტერდისციპლინარულ საერთაშორისო კონფერენციას და 17-18 ნოემბერს სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ქართული ფილოსოფიის სკოლის დამფუძნებელის, განმანათლებელის, ლოგიკოსის, ჟურნალისტის, პროზაიკოსის, ლიტერატურის ისტორიკოსის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის სოლომონ დოდაშვილის (1805-1836) დაბადებიდან 220 წლისთავს.
დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციების პროგრამებში. (პროგრამა 1; პროგრამა 2)